პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილებს შენობის დასაცლელად გონივრული ვადა, ნახევარი საათი მისცა
პოლიცია მოუწოდებს ნიკა მელიას, მშვიდობიანად ჩაბარდეს პოლიციას. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფი სამართალდამცველები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გამოვიდნენ შენობიდან. პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილებს შენობის დასაცლელად გონივრული ვადა, ნახევარი საათი მისცა.
„გთხოვთ, პოლიციას არ გაუწიოთ წინააღმდეგობა განჩინები საღსრულებაში. გთხოვთ, დატოვოთ შენობა, რისთვისაც გეძლევათ გონივრული ვადა, ნახევარი საათი. გთხოვთ, დაცალოთ შენობა და არ გაუწიოთ პოლიციას წინააღმდეგობა. ნიკა მელიას მოვუწოდებთ, სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, დაემორჩილოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და ჩაგვბარდეს“,- განაცხადა შსს-ის წარმომადგენელმა.