პოლიციამ მარტვილში, მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შვიდი პირი დააკავა
პოლიციამ მარტვილში, მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შვიდი პირი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ექვსი პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამასთან, მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დღეს დილიდან ხმაური იყო.