პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ორშეკვრად დაფასოებული, 60 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს.

„გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.