პოლიციამ მარნეულში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

დაკავების ფაქტს ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გუშინ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი.

დაშავებულს მარნეულის საავადმყოფოში მკურნალობა ამ დრომდე უტარდება.

შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.