ინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი, 1985 წელს დაბადებული კ.წ. დააკავა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამას – 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა.
სამართალდამცველებმა კ.წ. ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში ბრალდებულის სახით დააკავეს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ.