პოლიციამ გორში ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, საიდანაც ლეპტოპი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა ნ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მოპარული ლეპტოპი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.