შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული შ.გ. გორში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზ.რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და ხუთი მოთეთრო აბი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.