პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული ს.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს – 1974 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.