პოლიციამ გაერო-ს შტაბბინასთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავა
პოლიციამ გაერო-ს შტაბბინასთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავა

პოლიციამ გაერო-ს შტაბბინასთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

​შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უცნობი მამაკაცი შეეცადა გაერო-ს შტაბბინის ტერიტორიაზე მოხვედრილიყო. მას თან სანადირო თოფი ჰქონდა. მომხდარის გამო, პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, მამაკაცი თვითმკვლელობით იმუქრებოდა. გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, მოტივები უცნობია.