პოლიციამ ფესტივალ „ექოვეივსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა
პოლიციამ ფესტივალ „ექოვეივსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ანაკლიაში, ფესტივალ „ექოვეივსის“ (Echowaves) მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო სამი – ქურდობის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისაგან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამი დაკავებულისგან კი, ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებითა და 177-ე მუხლით მიმდინარეობს.