პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის დებატების პარალელურად მარშს მართავდნენ
ფილადელფიაში პოლიციამ დააკავა რამდენიმე დემონსტრანტი, რომლებიც, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების პარალელურად, მარშს მართავდნენ.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, სულ მცირე, სამი პირია დაკავებული, ადგილობრივი მედიის ცნობით კი, პოლიცია ვერ ადასტურებს დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას.
კანდიდატებს შორის დებატები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რვა კვირით ადრე გაიმართა. დებატები „ეიბისის“ ეთერში გადაიცემოდა და 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
საპრეზიდენტო კანდიდატებმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის მიგრაციაზე, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე ომებზე.