პოლიციამ ავტომობილის სალონში დამალული 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო
პოლიციამ ავტომობილის სალონში დამალული 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

მეზვრიშვილის თქმით, 2018 წლის 7 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო პუნქტ „კარწახში“ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე – 1969 წელს დაბადებული ს.ე. და 1982 წელს დაბადებული ჰ.შ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა მათი ავტომანქანის დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში გადამალული 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ აღმოაჩინეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.