პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული რ.მ., სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, ხაშურში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.