პოლ ჯონსონი - დებატები ხაზს უსვამს საქართველოს კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროკავშირში განაცხადის ამჟამინდელ კონტექსტში
პოლ ჯონსონი - დებატები ხაზს უსვამს საქართველოს კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროკავშირში განაცხადის ამჟამინდელ კონტექსტში

ვფიქრობ, დღევანდელი დებატები ხაზს უსვამს ჩვენს საერთო შეშფოთებას ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით დაკვირვებას, ვიქნებით ჩართულნი, საჭიროების შემთხვევაში გავუწიოთ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პოლ ჯონსონმა ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

ჯონსონის თქმით, „ეს დებატები ასევე ხაზს უსვამს საქართველოს კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას“.

„ეს ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საჭიროებას, უზრუნველყოს და დაიცვას ადამიანის უფლებები. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს განაცხადის ამჟამინდელ კონტექსტში“, – განაცხადა ჯონსონმა.