პოკლიუკაში კაცებში მას-სტარტი 15კმ-ზე ფილონ მაიემ მოიგო | ბიატლონი
პოკლიუკაში კაცებში მას-სტარტი 15კმ-ზე ფილონ მაიემ მოიგო | ბიატლონი

სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპზე ბიატლონში კაცებში მას-სტარტი 15 კმ-ზე გაიმართა.

რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოო ჯამში ფრანგი ქვენტინ ფილონ მაიეს გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე გერმანელი ბენედიქტ დოლი გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ნორვეგიის წარმომადგენელმა იოჰანეს ბომ მოიპოვა.

დღესვე, მეექვსე ეტაპის დასკვნით დღეს, პოკლიუკაში ქალებში მას-სტარტი 12.5კმ-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საერთო ჩათვლაში მამაკაცებში ფრანგი მარტენ ფურკადი 561 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 524 ქულით ტირილ ეკჰოფი იკავებს.