პოკლიუკაში კაცებში ინდივიდუალური რბოლა 20კმ-ზე ბომ მოიგო | ბიატლონი
სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში სტარტი ბიატლონში მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპმა აიღო. კაცებში ინდივიდუალური რბოლა 20კმ-ზე გაიმართა, რომელიც ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო. მეორე ადგილზე 2019/2020 წლების სეზონის საერთო ჩათვლის ლიდერი ფრანგი მარტენ ფურკადი გავიდა. ბრინჯაოს მედალი კი ასევე ფრანგმა ფანიენ კლაუდემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლაში მამაკაცებში ფრანგი მარტენ ფურკადი 507 ქულით ლიდერობს, ხოლო ქალებში პირველ ადგილს 501 ქულით ტირილ ეკჰოფი იკავებს. დღეს პოკლიუკაში ქალებში ინდივიდუალური რბოლა 15 კმ-ზე გაიმართება.