გერმანულმა გამომცემლობა Dagyeli Verlag-მა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიის მფლობელი პოეტის, ბესიკ ხარანაულის პოეზიის კრებულის გერმანულენოვანი თარგმანი გამოსცა. პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს საპატიო ქვეყნის სტატუსის ფარგლებში განხორციელდა.
წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ნანა ჭიღლაძემ და ნორბერტ ჰუმელტმა იმუშავეს.
ბესიკ ხარანაულის ლექსები ნათარგმნია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე. პოეტს 1954 წლიდან ამ დრომდე 12 კრებული აქვს გამოცემული.
ბესიკ ხარანაული რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პრემიებთან ერთად, ლიტერატურული პრემიების “საბა” და “გალა”-ს გამარჯვებულია. ხოლო, 2011 წელს კი, წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.