ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ ათი ათასი ფუნტით დაჯარიმდა. მას პრემიერლიგის მატჩის შემდეგ მსაჯ მაიკ დინთან შელაპარაკება მოუვიდა.
ამ შეხვედრაში ტოტენჰემი სტუმრად ბარნლისთან დამარცხდა, ანგარიშით 1:2. მოგვიანებით, არგენტინელმა სპეციალისტმა ბოდიში მოიხადა ინციდენტის გამო. მან განაცხადა, რომ ძალიან აღელვებული იყო და ნანობს მომხდარს.
როგორც სკაი სპორტსი (Sky Sports) იტყობინება, ფულადი ჯარიმის გარდა, პოჩეტინოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს.