„ჩელსის“ მწვრთნელი ფიქრობს, რომ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ლივერპული“ ფავორიტია #1TVSPORT
„ჩელსის“ მწვრთნელი ფიქრობს, რომ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ლივერპული“ ფავორიტია #1TVSPORT

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისო პოჩეტინომ ინგლისის თასის ფინალურ მატჩში მეტოქე გუნდი ფავორიტად დაასახელა.

ინგლისის თასის ფინალში ჩემპიონის ვინაობას „ჩელსი“ და „ლივერპული“ 25 თებერვალს გაარკვევენ.

„კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია გვარდიოლასთან ერთად, – განაცხადა პოჩეტინომ, – ფინალში ფავორიტად „ლივერპული“ მიმაჩნია. მათ ასეთ მატჩებში მონაწილეობის უდიდესი გამოცდილება აქვთ, ჩვენი მოთამაშეების გარკვეული ნაწილი კი ფინალში პირველად ითამაშებს. კლოპი გონიერი ადამიანია და თქვა, რომ შანსები 50/50-ზეა. თუმცა რეალური ფავორიტი „ლივერპულია“.

ინგლისის ლიგის თასი ყველაზე მეტჯერ (9) სწორედ „ლივერპულს“ აქვს მოგებული, „ჩელსიმ“ კი ამ ტურნირზე ჩემპიონობა ხუთჯერ იზეიმა.