PMC კვლევითი ცენტრი - მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2021 წელიწადთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2020-თან შედარებით 14.6%-ით არის გაზრდილი
PMC კვლევითი ცენტრი - მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2021 წელიწადთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2020-თან შედარებით 14.6%-ით არის გაზრდილი

PMC კვლევითი ცენტრის კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი.

ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციაში – 2022 წლის ივნისის დასაქმების თრექერი.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რვა პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2021 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 96%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.4% შეადგენდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 101%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით 9 635 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 128%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 7 123 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 66%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 97%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 11 339 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 90%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 95%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.