პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ.

ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„პლენარული სხდომის დღის წესრიგში უკვე ასახულია გიორგი ამილახვარის, ირაკლი კოვზანაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილის, გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლეების საკითხები. მათ ადგილმონაცვლეებად განიხილებიან გიორგი ჩაკვეტაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი კირცხალია, სალომე ქურასბედიანი და მერაბ ქვარაია.  ჩვენ დაგვჭირდება ერთი ბიურო, სადაც უკვე კომიტეტის თავმჯდომარეების საკითხი შემოვა და შემდეგ პლენარულ სხდომაზე გვექნება კენჭისყრები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.