პლენარულ სხდომაზე ხათუნა სამნიძესა და დაჩი ბერაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს, ხათუნა სამნიძესა და  „ხალხის ძალის“ წევრს, დაჩი ბერაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაჩი ბერაიამ ხათუნა სამნიძეს მიმართა: „ფულს რომ გირიცხავენ და არ გინდა, გამჭვირვალე იყოს, ამიტომ იყავი კანონის წინააღმდეგი“, რის შემდეგაც ბერიას სამნიძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ვერ გადამირჩები მართლა ფიზიკურად, შე საცოდავო, დეკლარაციას ჩახედე, დეგენერატო“.