პლენარულ სხდომაზე გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - „დავბრიდავ ამას“
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კანონმდებლებს შორის დაპირისპირება დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.
გედევან ფოფხაძის გამოსვლა ადგილიდან გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ, რის საპასუხოდაც გედევან ფოფხაძემ მას სხდომათა დარბაზის გარეთ გასვლა შესთავაზა. ამ რეპლიკის შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და დარბაზში შესვლას მეორე კარიდან ცდილობდა, რისი საშუალებაც მანდატურის სამსახურმა და რამდენიმე დეპუტატმა არ მისცეს.
გედევან ფოფხაძე ამ დროისთვის სხდომაზე იმყოფება. დაჩი ბერაიას და გედევან ფოფხაძეს შორის მცირედი დაპირისპირება კვლავ მოხდა. „დავბრიდავ ამას“, – მიმართა ფოფხაძემ დაჩი ბერაიას.