საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაზე პლეი ოფის ეტაპი დაიწყო. მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი გამართეს „დინამომ“ და „ოლიმპმა“, რომლებმაც რეგულარულ ჩემპიონატში მესამე და მეექვსე ადგილები დაიკავეს.
„დინამომ“ ოლიმპიურ სასახლეში მეტოქეს ძალიან დამაჯერებლად – 70:43 (19:11, 23:12, 13:13, 15:7) მოიგო და 1:0 დაწინაურდა სერიაში.
„ოლიმპმა“ მხოლოდ პირველ მეოთხედში იბრძოლა, მაგრამ მეორეში უკვე დიდი მანძილით ჩამორჩა და პირველი ტაიმი 23:42 წააგო. „დინამოს“ უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.
მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდეა. მეორე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 7 მაისს, 16:00 საათზე დაიწყება.
დინამო-ოლიმპი 70:43
19:11, 23:12, 13:13, 15:7
დინამო: ბოიდი (15), შარაბიძე (11+6 მოხსნა), ლონდარიძე (11), ტურპინი (8+10 მოხსნა), ლი (7), გოგოძე (6), ბერიშვილი (5+6 მოხსნა), გრძელიძე (3), მაჩალაძე (2), მიტროვიჩი (2).
ოლიმპი: ოგდენი (16+6 მოხსნა), როგავა (14), გივი ბაქრაძე (5), ბოქოლიშვილი (2), გუგეშაშვილი (2), ჰილი (2), ჭოჭუა (1), დარბაიძე (1).