პიტერ სტანო - საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, აქვს ვალდებულება, მან მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება 
პიტერ სტანო - საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, აქვს ვალდებულება, მან მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება 

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო შემაშფოთებელ ცნობებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

„საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, აქვს ვალდებულება, მიმართოს ყველა ზომას, რათა მან მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, – წერს პიტერ სტანო.