პიტერ სტანო - ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მოერიდონ ძალადობის გაგრძელებას და დაუბრუნდნენ დიალოგს
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, მოერიდონ ძალადობის გაგრძელებას და დაუბრუნდნენ დიალოგს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი პიტერ სტანო „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს უკანასკნელი შეიარაღებული შეტაკებების გამო, რომელთა შედეგადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და დაიჭრა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, მოერიდონ ძალადობის გაგრძელებას და დაუბრუნდნენ დიალოგს“, – წერს სტანო.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ოთხი სომეხი სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა ერთი. აზერბაიჯანული მხარე კი სამი დაჭრილი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის შესახებ იუწყება.