პიტერ სტანო - ევროკავშირი შოკირებული და შეძრულია მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმის შესახებ ცნობების გამო
ევროკავშირი შოკირებული და შეძრულია მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმის შესახებ ცნობების გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს.
„ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა”, – წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული.