პიტერ სიიარტომ უნგრეთ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გამართა, რომელსაც რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უნგრეთ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გამართა, რომელსაც რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო ესწრებოდა.
სხდომა ბუდაპეშტში, საფეხბურთო მოედანზე, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტში ახლა წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან.
შეხვედრის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უნგრეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება იმ სფეროებში, რომლებსაც სანქციები არ ეხება, ბუდაპეშტის სტრატეგიულ ინტერესად რჩება. როგორც სიიარტომ აღნიშნა, მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ „მიუხედავად მტრული საერთაშორისო გარემოსა და მუდმივი თავდასხმებისა, რუსეთის ენერგეტიკული თანამშრომლობა მტკიცეა“.