პიტერ სიიარტომ გერმანიის ელჩი უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და საგარეო უწყებაში დაიბარა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გერმანიის ელჩი უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და უნგრეთის მთვრობის ქმედებების კრიტიკის გამო, საგარეო უწყებაში დაიბარა.
გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უნგრელი პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის ელჩმა, ჯულია გროსმა განაცხადა, რომ უნგრეთი ადგას გზას, რომელიც მას მეგობრებს აშორებს.
„ამ საღამოს მე ვხედავ ბევრ ადამიანს, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ხიდების მშენებლები. ერთად ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ ის, რაც თქვენ ააშენეთ, არ დაანგრიონ“, – განაცხადა დიპლომატმა.
პიტერ სიიარტომ ელჩის განცხადებას მიუღებელი უწოდა.
„ბუდაპეშტში გერმანიის ელჩი სერიოზულად ჩაერია უნგრეთის საშინაო საქმეებში გუშინდელი სიტყვით, რომელიც უნგრეთის სუვერენიტეტის შემლახავია“, – დაწერა სიიარტომ სოციალურ ქსელში.
ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ორბანის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები არ დასწრებიან. გასულ წელს გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებულ საღამოზე პიტერ სიაარტო გამოვიდა სიტყვით.