პიტერ სიიარტო - უნგრეთი პატივს სცემს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო დებს ნატო-ს მისიებში
უნგრეთი პატივს სცემს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო დებს ნატო-ს მისიებში, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შეუძლია ჰქონდეს მტკიცე მხარდაჭერის იმედი, რომ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს მისიებში, განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც ის არაწევრებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. ამიტომ ჩემი შეკითხვა ნატო-ს წევრების მიმართ ასეთია ხოლმე – სხვა რაღას უნდა ველოდოთ არაწევრი სახელმწიფოსგან, რომლიც ამდენ ძალისხმევას დებს ჩვენს მისიებში. თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი, რომ უფრო დავუახლოვდებით ნატო-ს“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.