უკრაინა უნგრეთის სუვერენიტეტს ემუქრება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მილსადენ „დრუჟბას“ აფეთქება სურს, რომლის მეშვეობითაც უნგრეთს რუსული ნავთობი მიეწოდება.
უნგრელი დიპლომატი ამბობს, რომ უკრაინა „უფრო და უფრო მტრულად ხდება განწყობილი უნგრეთის მიმართ“, ამის მაგალითად კი უკრაინის მიერ უნგრული ბანკის, OTP-ს ტერორიზმის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეყვანას ასახელებს.
„ენერგომომარაგების უსაფრთხოება სუვერენიტეტის საკითხია. ვინმე თუ ითხოვს უნგრეთის ენერგომომარაგების შეწყვეტას, ის რეალურად უტევს უნგრეთის სუვერენიტეტს“, – აღნიშნა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინის ნებისმიერ სამხედრო დახმარებას, ვიდრე კიევი არ ამოიღებს უნგრულ ბანკს ომის სპონსორთა სიიდან.