პიტერ სიიარტო - საქართველოში სტიქიის დროს ბევრი ადამიანი გარდაიცვალა და დაიკარგა, სახეზეა უზარმაზარი ზარალი, ილია დარჩიაშვილს შევთავაზე უნგრეთის დახმარება, თუ ეს საჭირო იქნება
ჩემს კოლეგას შევთავაზე უნგრეთის დახმარება სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლაში, თუ ეს საჭირო იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
„უკანასკნელ დღეებში, და საათებშიც კი, ჩვენ რამდენჯერმე აღვმოჩნდით ამინდის მკვეთრი გამოვლინებების წინაშე, რომელიც სრულ სიგიჟედ იქცა. შტორმებს, უხვ წვიმას და წყალდიდობებს ასევე მოჰყვა სერიოზული შედეგები მოშორებით მდებარე ევროპის ნაწილში. საქართველოში უპრეცედენტო წვიმამ გამოიწვია მეწყერი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მსგავსი კატასტროფა არასდროს უნახავთ. ბევრი ადამიანი გარდაიცვალა და დაიკარგა, სახეზეა უზარმაზარი ზარალი. მე გამოვხატე ჩემი სიმპათია ჩემი ქართველი კოლეგის მიმართ ტელეფონით და შევთავაზე უნგრეთის დახმარება სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში, თუ ეს საჭიროა. ილია დარჩიაშვილმა მიიღო ეს შეთავაზება მადლიერებით, შეაფასა ეს, როგორც ნამდვილი მეგობრობის ჟესტი და განაცხადა, რომ საქართველო მიმართავს უნგრეთს, თუ მათი საკუთარი რესურები ამოიწურება“, – წერს პიტერ სიიარტო.