პიტერ სიიარტო - საქართველოს არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიამ მარცხი განიცადა
პიტერ სიიარტო - საქართველოს არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიამ მარცხი განიცადა

ლიბერალები რადგან ძლიერ ჩამორჩნენ, დაიწყო თავდასხმები: არჩევნები იყო არასამართლიანი, საქართველოს არ აქვს დემოკრატია. ყველაზე მეტ სიბრალულს იწვევს ის, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიამ ლიეტუველი ამომრჩევლების მხრიდან მარცხი განიცადა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიიარტო აღნიშნავს, ულოცავს პარტია „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის შენარჩუნებას და უნგრეთი მზადაა, განავითაროს თანამშრომლობა, ასევე, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის პროცესს.

„არაფერია ახალი მზის ქვეშ: საქართველოში შაბათს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა არა ბრიუსელმა და ლიბერალურმა მეინსტრიმმა, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ოჯახს, ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე. ასე რომ, რადგან ლიბერალები ძლიერ ჩამორჩნენ, დაიწყო თავდასხმები: არჩევნები იყო არასამართლიანი, საქართველოს არ აქვს დემოკრატია და ა.შ. ყველაზე მეტ სიბრალულს იწვევს ის, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიამ ლიეტუველი ამომრჩევლების მხრიდან მარცხი განიცადა გუშინდელ არჩევნებში. ვულოცავთ პარტია „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის მიპოვებას და შენარჩუნებას. მზად ვართ, განვავითაროთ თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და მხარი დავუჭიროთ ევროინტეგრაციის პროცესს“, – წერს პიტერ სიიარტო.