პიტერ სიიარტო - საქართველო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობასა და სტაბილურობაზე დაფუძნებულ სამეზობლო პოლიტიკას
პიტერ სიიარტო - საქართველო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობასა და სტაბილურობაზე დაფუძნებულ სამეზობლო პოლიტიკას

საქართველო არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, სჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება.

„მჯერა, რომ თქვენ და ახალი პრემიერ-მინისტრი იქნებით გარანტი, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. პირველი, საქართველოს ესმის და მხარს უჭერს სამეზობლო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის ეფუძნება; მეორე, საქართველო ევროპის ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი აქტორია; მესამე, ეს ქვეყანა უაღრესად ერთგულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის“, – განაცხადა სიიარტომ.

ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიიარტომ ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს.