პიტერ სიიარტო - საჯაროდ ყველა წარმომადგენელი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, მაგრამ როდესაც 27 წევრი ქვეყანა მოლაპარაკებებზე ვსხდებით და კარს ვხურავთ, უმრავლესობა ამის წინააღმდეგია
საჯარო პოზიციებისგან განსხვავებით, დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრების უმრავლესობა გაფართოების წინააღმდეგია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ამ პროცესის ნაწილია.
„საჯაროდ ყველა წარმომადგენელი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, მაგრამ როდესაც ჩვენ, 27 წევრი ქვეყანა ვსხდებით მოლაპარაკებებზე და ვხურავთ კარს, მაშინ უმრავლესობა ამის წინააღმდეგ საუბრობს. როგორც ჩანს, ამ მოტივს შეიძლება მივაკვლიოთ ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებაში, არ აერჩია ოლივერ ვარჰეი გაფართოების კომისრად. ეს აჩვენებს, რომ ფონ დერ ლაიენი მონაწილეობს ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ბრიუსელის თვალთმაქცობაში. დღეს ევროკავშირი, ბრიუსელი, ოფიციალური პირები და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოუდგენელ თვალთმაქცობას ავლენენ გაფართოების მიმართ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.