პიტერ სიიარტო - ხორვატია ნავთობის ტრანზიტისთვის არასანდო პარტნიორია
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ხორვატია ნავთობის ტრანზიტისთვის არასანდო პარტნიორია.
სიიარტომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისიამ ბუდაპეშტს რეკომენდაცია მისცა, ნავთობის იმპორტი ხორვატიიდან განახორციელოს.
ევროკომისიის ანალიზი აჩვენებს, რომ ხორვატულ JANAF Adriatic-ის მილსადენზე საკმარისი თავისუფალი სიმძლავრეა, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი მიაწოდოს, რომელიც არ არის წარმოებული რუსეთში.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა სლოვაკეთსა და უნგრეთს შესთავაზა, ნავთობის საჭირო მარაგების მისაღებად ხორვატიის სატრანზიტო არხი გამოიყენონ.
საპასუხოდ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ხორვატია არ არის საიმედო სატრანზიტო ქვეყანა“.
მისი თქმით, ზაგრების არასანდოობას ის ფაქტი იწვევს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორვატიამ ბაზარზე ფასი საშუალოდ 5-ჯერ გაზარდა.