პიტერ სიიარტო - კანონების მიღება საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა და არ შეიძლება, ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, არც ევროკომისიამ, არც რომელიმე წევრმა ქვეყანამ
ევროკომისიას და არც რომელიმე წევრ ქვეყანას არ აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო როდესაც სუვერენიტეტს იცავს, სწორს აკეთებს, იმიტომ, რომ, უნგრეთის მსგავსად, რთულ გეოგრაფიულ ვითარებაში იმყოფება.
„ჩვენ კურსისთვის არ გადაგვიხვევია, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთან მთავრობათაშორის კონფერენციას მოვაწყობთ, რომ დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ ნამდვილი მოლაპარაკება. ხანდახან ბიუროკრატები აცხადებენ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებენ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ბიუროკრატები პოლიტიკოსებს, ქვეყნების მთავრობებს ენდონ. რაც შეეხება კანონებს, ეს საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა და სუვერენული გადაწყვეტილებები, არ შეიძლება, ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, არც ევროკომისიამ და არც რომელიმე წევრმა ქვეყანამ. მე მჯერა, როცა საქართველო სუვერენიტეტს იცავს, სწორს აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველო, უნგრეთის მსგავსად, რთულ გეოგრაფიულ სიტუაციაშია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავის საქმეა, რა კანონს მიიღებს საქართველო სუვერენიტეტის დასაცავად. ასევე, ვფიქრობ, სწორად იქცევით, როდესაც ცდილობთ ტრადიციული ოჯახის მოდელის დაცვას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ტრადიციების ქვეყნები და არ უგულებელვყოფთ ამას“, – განაცხადა პეტერ სიიარტომ.