პიტერ სიიარტო - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის ერთი დაკარგული შესაძლებლობა და უპატივცემულობა საქართველოს მისამართით
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის ერთი დაკარგული შესაძლებლობა და უპატივცემულობა საქართველოს მისამართით, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, გამომდინარე მისი გამოცდილებიდან და დამსახურებიდან.
„ვფიქრობ, ისტორიული ცვლილებების პერიოდია, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში. არსებობს მსოფლიოს ახალი წყობა, რომლის შემუშავება ხდება და რომელიც ჩნდება როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. ევროპა აწყდება ისტორიულ გამოწვევებს. რაც შეეხება ომს, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში – ჩვენ, უნგრელებს და ქართველებს გვაინტერესებს მშვიდობა. უნგრული და ქართული მთავრობა ყველაფერს აკეთებენ შესაძლებლობის ფარგლებში, რათა უზრუნველყონ, რომ არც ქართველი და არც უნგრელი ხალხი არ დადგეს ომის საფრთხის წინაშე. ასევე მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვასრულებთ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ მისიას. როგორც საქართველო, ასევე უნგრეთი ჩართული არიან ჰუმანიტარული დახმარების პროცესში უკრაინელი დევნილების დახმარების თვალსაზრისით“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ამასთან, მისივე თქმით, გუშინ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილება აცხადებს, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. უნგრეთმა მხარი დაუჭირა აღნიშნული გადაწყვეტილებას. ამავე დროს, ჩვენ გვინდოდა, საქართველოსთვისაც მინიჭებულიყო კანდიდატის სტატუსი. მე მხოლოდ ეს შემიძლია მოგახსენოთ – რომ ყოფილიყო პატარა მინიშნებაც კი სტრატეგიული ხედვისა ევროკავშირში, გუშინ საქართველოს მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. პატარა ბიძგიც რომ ყოფილიყო, მე გაუგებრად აღვნიშნავ ამას, აუხსნელად და ევროპული პერსპექტივით, ზიანის მომტანიც იყო, რომ ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის. ეს არ არის დამშვიდების სიტყვები. ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს უნგრელებთან მიმართებაში, როგორც თქვენ წინააღმდეგ იყენებს ახლა. ე.წ. პირობების კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრული იყო გუშინ თქვენთვის საკმაოდ ნათლად, რთულია მისი გააზრება, ზოგადია თავისი ხასიათით და ზოგ შემთხვევებში, საკმაოდ აზრს მოკლებული. არის ერთი მაჩვენებელი, რომ არის ე.წ. მატრიცა მათ უკან, ეს ემყარება ზოგიერთი ადამიანების მხოლოდ სუბიექტურ თვალსაზრისებს, ერთ დღეს ისინი იტყვიან, რომ ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ძალიან გაურკვეველი სიტუაცია გაგვაჩნია, რომელიც გუშინ მოხდა. ეს გახლავთ უნგრეთის პოზიცია, რომ საქართველოს მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. საქართველო იმსახურებს, გახდეს კანდიდატი, გამომდინარე მისი გამოცდილებიდან და დამსახურებიდან.
გვწამს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა და ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით. კითხვა ისმის, რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ სიტუაციაში. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი დახმარება საქართველოს მისამართით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ საქართველო იმსახურებს, გახდეს კანდიდატი. ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული და ვეცდებით, ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.