პიტერ სიიარტო - ევროპის 13 საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ხვდება, რომ საქართველოს მთავრობა არ ინიშნება ბრიუსელიდან, არამედ ირჩევს ხალხი
ევროპის 13 საგარეო საქმეთა მინისტრი ამ დრომდე ვერ ხვდება, რომ დემოკრატია ხალხის ნებაა. ისინი ამ დრომდე ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს მთავრობა არ ინიშნება ბრიუსელიდან, არამედ ირჩევა თავად ქართველი ხალხის მიერ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროდ, 13-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ, ლიბერალური მეინსტრიმის აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ლიბერალური პარტია იმარჯვებს.
ჩვენ უნგრეთში გარე თავდასხმის შედეგებს 14 წლის განმავლობაში ვაწყდებით. თუმცა ამოცანა იმაში არ მდგომარეობს, რომ ბრიუსელის მოლოდინები გამართლდეს, არამედ იმაში, რომ ხალხის ნება შესრულდეს.
იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს მთავრობაზეც, რომელთანაც ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და დავაჩქაროთ ევროპული ინტეგრაცია.
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!“ – წერს პიტერ სიიარტო.
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს.