პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია და დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებისას ამ პოზიციას იზიარებს ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრების უმრავლესობა
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„ვფიქრობ, ნებისმიერს, ვინც ამ საკითხზე ნათელი გონებით ფიქრობს, არ სურს ასეთი საფრთხის შექმნა. ამიტომ უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია“, – განაცხადა სიიარტომ.
მისივე თქმით, ამ პოზიციას დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს იზიარებს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობა.