პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენელი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული პოზიციის გამო თავს დაესხა
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენელი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული პოზიციის გამო თავს დაესხა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მას რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენელი კოლეგა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არსებული პოზიციის გამო „თავს დაესხა“. სიიარტო ამბობს, რომ, წინააღმდეგობის მიუხედავად, მან უნგრეთის პოზიცია დაიცვა.

„იყო დიდი არეულობა, გერმანელი, ლიეტუველი, ირლანდიელი, პოლონელი და სხვა კოლეგები თავს დამესხნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამან ჩვენი პოზიცია ვერ შეარყია“, – ამბობს სიიარტო.

სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავ არ უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტს. მისივე თქმით, ნატო-ს ქვეყნების იდეას, რომ რუსული რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდონ, შეიძლება, საშიში და ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უნგრეთი ევროკავშირის დონეზე საკვანძო გადაწყვეტილებების, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებულები საკითხების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.