პიტერ ფიშერი - საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პიტერ ფიშერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ელჩის თქმით, საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა.
„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაცნობითი ხასიათის შეხვედრისთვის. განვიხილეთ ჩვენი დროის გეოპოლიტიკური გამოწვევები და ის პოლიტიკური და ეკონომიკური რეაგირება, რაც ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მათზე საპასუხოდ.
საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს ამ რეაგირების შედეგად. ყოველივე ამას დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა“, – წერს პიტერ ფიშერი.