პიტერ ბურკი - საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და მხარს ვუჭერთ მათ გრძელვადიან პროცესში, გვესმის, რა ტრანსფორმაციული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის წევრობას
პიტერ ბურკი - საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და მხარს ვუჭერთ მათ გრძელვადიან პროცესში, გვესმის, რა ტრანსფორმაციული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის წევრობას

ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან, ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს ელჩს ირლანდიაში, განვიხილეთ აქტიური საკითხები და ის რეფორმები, რომელსაც გადის ქვეყანა, ამიტომ ჩვენ ნამდვილად მხარს ვუჭერთ მათ ამ რეფორმებში, – ამის შესახებ ევროპულ საკითხებში და ირლანდიის თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პიტერ ბურკმა განაცხადა.

პიტერ ბურკის თქმით, ირლანდია საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს.

„მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნები, რომლებიც შემოდიან ევროპაში, აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს და აღწევდნენ გარკვეულ ნიშნულს, რადგან ეს აადვილებს ევროკავშირში შემდგომ გაწევრიანებას. ამიტომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად და მხარს ვუჭერთ მათ გრძელვადიან პროცესში. ჩვენ მათ დავეხმარებით, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ირლანდელი ხალხისთვის, ირლანდიის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვესმის, რა ტრანსფორმაციული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ვნახეთ ეს ჩვენს ქვეყანაში ბოლო 50 წლის განმავლობაში“, – განაცხადა პიტერკ ბურკმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.