პიტერ ბურკი აცხადებს, რომ ევროკავშირში ქვეყნების გაწევრიანება უნდა მოხდეს დამსახურების და არა იმის მიხედვით, რა გეოპოლიტიკური და გადაუდებელი საკითხებია მათ გარშემო
პიტერ ბურკი აცხადებს, რომ ევროკავშირში ქვეყნების გაწევრიანება უნდა მოხდეს დამსახურების და არა იმის მიხედვით, რა გეოპოლიტიკური და გადაუდებელი საკითხებია მათ გარშემო

რთული დროა ევროპისთვის ევროკავშირში ახალი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების მიღების პერსპექტივის კუთხით, ქვეყნების გაწევრიანება უნდა მოხდეს დამსახურების მიხედვით და არა იმის მიხედვით, თუ რა გეოპოლიტიკური საკითხებია მათ გარშემო, – ამის შესახებ ირლანდიის ევროპულ საკითხთა და თავდაცვის მინისტრმა, პეტერ ბურკემ ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.​

„ეს ძალიან რთული დროა ევროპისთვის ევროკავშირში ახალი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების მიღების პერსპექტივის კუთხით. საუბარია დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანასა და ასევე აღმოსავლეთის ტრიოზე. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, რომლებიც ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ მოვახდინოთ ინსტიტუტების რეფორმირება და მეორე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ეხება იმას, რომ ქვეყნების გაწევრიანება უნდა მოხდეს დამსახურების მიხედვით და არა იმის მიხედვით, თუ რა გეოპოლიტიკური და გადაუდებელი საკითხებია მათ გარშემო, რომლებიც ჩვენ ყველამ ვიცით და რომელთა წინაშეც ჩვენ ყველა ვდგავართ“, – განაცხადა პეტერ ბურკემ.