საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა
საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.
მამაკაცს ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ტესტი ჩაუტარდა, შედეგად, ვირუსი აღარ დაუფიქსირდა.
კლინიკიდან გაწერილი პაციენტი თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.