რუსი ნიჩბოსნები ვერ გამოვლენ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოთხადგილიანი ნავებით ასპარეზობაში. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც დადებითი დოპინგსინჯები ჩააბარეს ნიკიტა მორგაჩოვმა და პაველ სორინმა.
რუსულმა მხარემ ამ ეკიპაჟის ოლიმპიადიდან მოხსნა ვარჯიშებზე დაბალი შედეგებით ახსნა, თუმცა გაირკვა, რომ მიზეზი ორი წევრის მიერ დოპინგის გამოყენება გახდა. ამის შესახებ წერია ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე.
არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, როდის მიიღეს რუსმა ნიჩბოსნებმა დოპინგი. სავარაუდოდ, ეს მოხდა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის დროს. ახლა, რუსების ადგილს ოთხადგილიანი ნავების დისციპლინაში ლიეტუველთა ეკიპაჟი დაიკავებს.