პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული მსვლელობა დასრულდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობით ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა.
შეკრებილი მომიტინგეების განცხადებით, პერმანენტული აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა ბათუმსა და ზუგდიდშიც.