პირველი რესპუბლიკის მოედანზე ხვალ ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება
10 ნოემბერს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რაგბიში საქართველოს და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო, 06:00 საათიდან 22:00 საათამდე მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება.
ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.
„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.