პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გასართობი ღონისძიებები გრძელდება. საახალწლო სოფელში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო წისქვილი-კოშკი, გასტრონომიული მარკეტი და ღია კინოთეატრი. საახალწლო სოფლის პატარა სტუმრების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ცნობილი ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა ზრუნავენ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო კონცერტების დღევანდელ სერიას მუსიკოს დათო ევგენიძის ბენდი გააგრძელებს. კონცერტი 20:00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ლაშა დეისაძე, პაპუნა შარიქაძე, ნიკა კაჩაროვი მიიღებენ. საახალწლო პროგრამა, მოიცავს სპეციალურად ამ საახალწლო კონცერტისთვის დაწერილ ახალ ნაწარმოებებს.

21:00 საათიდან DJ Goteski საათიდან კი სცენას დიჯეი დაიკავებს და საახალწლო სოფლის სტუმრებს ელექტრონული მუსიკის საღამოს შესთავაზებს.

საახალწლო ღონისძიებები წელს პირველად ერთ სივრცეში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმართება. საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.