პირველი მოგება ტურნირზე - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა „მინსკი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მინსკში მიმდინარე „განვითარების თასზე“ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა მოიგო. ისრაელთან (0:3) და ბელარუსთან (0:3) დიდი ანგარიშებით მარცხის შემდეგ გიორგი ჩიტაურის გუნდი ბელარუსის საფეხბურთო კლუბ „მინსკის“ 17-წლამდელთა გუნდს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა – 1:0.

საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და პირველი გამარჯვებაც პირველ ტაიმში გატანილი გოლით იზეიმა. „მინსკის“ კარი 34-ე წუთზე „საბურთალოს“ მოთამაშე გივი ხაჩიძემ აიღო. ტაიმის ბოლო წუთზე ეფექტურად, ე.წ. მაკრატელათი ცდილობდა გატანას პარკინაშვილი, მაგრამ კარს ააცილა. საბოლოოდ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 1:0 მოიგო, თუმცა ჯგუფში ჯერ მე-4 ადგილზეა.


საქართველო U17 – მინსკი U17 1:0


გოლი: 1:0 ხაჩიძე (34. ჩიხაძის პასით)

საქართველო: რევაზ კურტანიძე, აკაკი გიუნაშვილი, საბა ხარჩილავა, გიორგი მაღრაძე (77. ალეკო ბასილაძე), ალექსანდრე ჩიხაძე, დაჩი ლორთქიფანიძე, თენგიზ ალიბეგაშვილი, ლუკა პარკაძე (71. ლაშა გადილია), გივი ხაჩიძე (62. გიორგი ტაბატაძე), გიორგი რობაქიძე, გიორგი პარკინაშვილი (62. ნიკოლოზ ცეცხლაძე)

სათადარიგოები: სოსო კოპალიანი, დავით გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ნარიმანიძე, ამინ კარაევი, დემეტრე ციკოლია